ფრანც კაფკა / განაჩენი / (ქართულად და რუსულად)

ფრანც კაფკა, განაჩენი

…და ხმამაღლა დასძინა:

   – მაშ ასე, ახლა იცი – მხოლოდ შენ არ მოქმედებდი, აქამდე მარტო საკუთარ თავს იცნობდი! არსებითად, უმანკო ყრმა იყავი, მაგრამ ის უფრო სწორია, რომ ნამდვილი სატანა ხარ! ამიტომაც იცოდე: მე წყალში დახრჩობს გისჯი!
გეორგმა იგრძნო, რომ თითქოს რაღაც ერეკებოდა ოთახიდან, გარეთ გავარდა და თან ყურებში ჩარჩენილი ხმაური გაიყოლა – მამის ლოგინზე დანარცხების ხმა.
კიბეზე ისე ჩარბოდა, როგორც დამრეც სიბრტყეზე, რამდენიმე საფეხურს ერთად ახტებოდა, და მოსამსახურე ქალს დაეჯახა, რომელიც ზევით ადიოდა ოთახის დასალაგებლად.
– ღმერთო ჩემო! – შესძახა ქალმა და სახეზე წინსაფარი აიფარა, მაგრამ გეორგი უკვე გამქრალიყო.
იგი ჭიშკრიდან გამოვარდა, ქუჩა გადაირბინა და მდინარისკენ გაიქცა. აი უკვე მტკიცედ ჩაეჭიდა მოაჯრის, როგორც მშიერი დააცხრება ხოლმე გემრიელ საჭმელს, Continue reading

Advertisements