სერვანტესი / დონ კიხოტი / მარსელას სიტყვა უპასუხო სიყვარულზე

მარსელას სიტყვა უპასუხო სიყვარულზე

   თქვენ ამბობთ, ღმერთმა მშვენიერი გაგაჩინაო, და ვინც კი მნახავს, არ შეუძლია არ შემიყვაროს, მაგრამ ჩემი სილამაზე რომ ჩემს თავს აყვარებს ხალხს, განა მეც ყველა უნდა შევიყვარო, ვისაც ვუყვარვარ? ჩემი ჭკუით ვიცი, ყველა მშვენიერი ჩემთვის საყვარელია, მაგრამ აქაო და მშვენიერი ყველას თავს გვაყვარებს, განა სამართლიანი იქნება მასაც თანაბარი სიყვარული მოვთხოვოთ ყველამ? რატომ იმას კი არ ფიქრობთ, რომ მშვენიერ ქალში შეყვარებული შეიძლება მახინჯი იყოს და ზიზღის მეტისა სხვა გრძნობის აღძვრა არ შეეძლოს. მოდის ის მახნიჯი და გეუბნება: „მიყვარხარ, იმიტომ რომ ლამაზი ხარ და შენც უთუოდ უნდა შემიყვარო, თუმცა მახინჯიცა ვარო“. რა სამართალია? Continue reading

Advertisements

დოსტოევსკი / თვინიერი /

ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენ ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგორც მეგობარს – გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის შემყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი… ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი. Continue reading