გრიგოლ რობაქიძე / გველის პერანგი /

სამი წელი. აუტანელი. ძახილი ვილლადან: „ახალი რასსა“ – სადღაც შორს შორს: თითქო მოგონებული. ეხლა სხვა პაროლი: „ლატინთა გენია“ – „სლავების იდეა“  – „გერმანიის სული“ – „ბრიტანეთის ხელმწიფება მსოფლიოს გამრიგებელი თუ მომრიგებელი“: სხვა კიდევ მრავალი. და თანავე: სისხლი. ჟლეტა. სიმშილი. მოჭრილი ფეხები ცალკე დასაფლავებული. ტირილი მოჭრილი ფეხების, როცა მექანიკურ ფეხებს აკეთებენ. სევდა უკანასკნელთა. თანჩაყოლებული დამარხულ ფეხებთან. სიკვდილი ნაყოფის. ძუძუების ატირება დედების. ძმის დაკარგვა. მამის დაღუპვა. მეგობრის გაქრობა. გამოთხოვება მეომრების სანგრებთან. ცალი თვალის დავსება და მეორის ცრემლი დაობლებულის. დაბრმავებული დაბრუნება საცოლესთან. საცოლეს ტირილი და უნუგეშობის გაღრმავება ამ ტირილზე. Continue reading

Advertisements