გურამ დოჩანაშვილი / თავფარავნელი ჭაბუკი /

ზღვის გაღმა, კოშკში, ქალი ცხოვრობდა,
ზღვის გაღმა, კოშკში ცხოვრობდა ქალი…
ფუღურო

ზღვის გაღმა, როგორც კი მოსაღამოვდებოდა, ერთი ავსული დედაბერი ჩაშავებული ფუღუროდან თავს ქურდულად გამოჰყოფდა და იქაურობას ავად მოავლებდა გადმოკარკლულ თვალებს. წამსვე შეიმალებოდა ფუღუროში, დაღამებას გატრუნული უცდიდა, მერე კი, მაგრამ რომ ჩამობნელდებოდა, ჯერ მოკაუჭებულ ცხვირს გამოჰყოფდა, მერე თავს, გაძვალტყავებულ ხელსაც გამოაძვრენდა, გაჭირვებით გამოფოფხდებოდა ჩაშავებული ფუღუროდან – ზღვის გაღმა, ტყეში, ყოველი ღამით, ერთი ავსული დედაბერი ჩაშავებული ფუღუროდან იბადებოდა.

Continue reading

Advertisements

დოსტოევსკი / ივან კარამაზოვი ღმერთის შესახებ

  იცი, ჩემო ძვირფასო, ერთი ბებერი ცოდვილი ცხოვრობდა მეთვრამეტე საუკუნეში, რომელმაც განაცხადა, რომ ღმერთი რომ არ არსებულიყო, მისი გამოგონება გახდებოდა საჭიროო. და მართლაც, ადამიანმა ღმერთი მოიგონა და ის კი არ არის გასაკვირი და საოცარი, რომ ღმერთი მართლაც არსებობს, არამედ ის, რომ ასეთი აზრი – ღმერთის აუცილებელი არსებობის აზრი – ისეთ ველურ და ბოროტ ცხოველს შეიძლებლოდა გასჩენოდა, როგორიც ადამიანია, – იმდენად წმინდა, იმდენად გულისამაჩუყებელი და იმდენად ბრძნულია ეს აზრი და იმხელა ღირსებას სძენს ის ადამიანს. რაც შემეხება მე, უკვე დიდი ხანია გადავწყვიტე, იმაზე არ ვიფიქრო – ადამიანმა შექმნა ღმერთი თუ ღმერთმა ადამიანი?

* * *

Видишь, голубчик, — говорит Иван Алеше, — был один старый грешник в восемнадцатом столетии, который изрек, что если бы Continue reading

ერიხ მარია რემარკი / ტრიუმფალური თაღი /

… მარტოობას ყველა ნელ-ნელა შევეჩვიეთ, ის რაც ოდესღაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა, ახლა დარღვეულია. ისე დავცვივდით, როგორც გაწყვეტილი ძაფიდან მიწის მძივები. უკვე აღარაფერია მყარი. – ერთხელ სიყმაწვილეში, სათიბში ვიწექი. ზაფხული იყო, ცაზე ღრუბლის ნასახი არ ჩანდა. ვიდრე დავიძინებდი, ორიონს გავცქეროდი. შორს ეკიდა, ჰორიზონტზე, ტყის თავზე. შუაღამისას რომ გამომეღვიძა, ვხედავ – ორიონი პირდაპირ ჩემს თავზეა. ეს ამბავი მთელი ცხოვრების განმავლობაში დამამახსოვრდა. სკოლაში ვისწავლე, რომ დედამიწა პლანეტაა და თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, მაგრამ ეს განყენებულად მესმოდა, არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ეს მართლაც ასეა. Continue reading