ჯორჯ ორუელი / 1984 / “სიძულვილის ორწუთეული”

ისტერიკა

   სიძულვილის პირველი ოცდაათი წამის მანძილზე ნახევარი დარბაზი თავშეუკავებელ სიშმაგეს აფრქვევდა. აუტანელი იყო ეკრანიდან გამომზირალი თვითკმაყოფილი ცხვრის სახე და ევრაზიული არმიის დამზაფვრელი ძალმოსილება. გოლდსტეინის დანახვა, თვით მასზე გაფიქრებაც კი უკვე მექანიკურადაც კი იწვევდა შიშსა და რისხვას. ეს კაცი უფრო მეტი სიძულვილის საგანი იყო, ვიდრე ევრაზია, ან აღმოსავლეთაზია, რადგან როდესაც ოკეანია ერთ-ერთ მათგანთან ომობდა, მაშინ, როგორც წესი, ზავი ჰქონდა მეორესთან. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ, თუმცა გოლდსტეინი ყველას სძულდა და ეზიზღებოდა, თუმცა ბაქნებზე, ეკრანებზე, გაზეთებსა და წიგნებში მის თეორიებს ყოველდღიურად – დღეში ათასჯერ – ამასხარავებდნენ, უარყოფდნენ, ანადგურებდნენ და, მთლიანობაში, რაღაც უბადრუკ ნაგვად ნათლავდნენ, – ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი გავლენა თითქმის არასოდეს კლებულობდა. ყოველთვის გამოიძებნებოდნენ მიამიტები, რომლებსაც იგი შეაცდენდა. დღე არ გავიდოდა, აზრის პოლიციას არ ემხილებინა გოლდსტეინისთვის მომუშავე ჯაშუშ Continue reading

Advertisements