გურამ დოჩანაშვილი / თავფარავნელი ჭაბუკი /

ზღვის გაღმა, კოშკში, ქალი ცხოვრობდა,
ზღვის გაღმა, კოშკში ცხოვრობდა ქალი…
ფუღურო

ზღვის გაღმა, როგორც კი მოსაღამოვდებოდა, ერთი ავსული დედაბერი ჩაშავებული ფუღუროდან თავს ქურდულად გამოჰყოფდა და იქაურობას ავად მოავლებდა გადმოკარკლულ თვალებს. წამსვე შეიმალებოდა ფუღუროში, დაღამებას გატრუნული უცდიდა, მერე კი, მაგრამ რომ ჩამობნელდებოდა, ჯერ მოკაუჭებულ ცხვირს გამოჰყოფდა, მერე თავს, გაძვალტყავებულ ხელსაც გამოაძვრენდა, გაჭირვებით გამოფოფხდებოდა ჩაშავებული ფუღუროდან – ზღვის გაღმა, ტყეში, ყოველი ღამით, ერთი ავსული დედაბერი ჩაშავებული ფუღუროდან იბადებოდა.

Continue reading

Advertisements

გურამ დოჩანაშვილი / კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა /

 – ქვეყნად არსებულ ხმაურთაგან ერთს გამოვყოფდი – ხმადაბლა, კრძალვით ამბობს რესპონდენტი, – ყველაზე საშინელს, უსიამოს, გულდამწყვეტსა და ვინ იცის, კიდევ რა – ესაა პირველი გორახის დაცემა საფლავში ჩადგმულ კუბოს სახურავზე, გაგახსენდათ, არა? ყრუ ხმაურია, საზარლად ფშვნადი… ესეც არ იყოს, შეუძლებელია, ხანდახან ძილი არ გაგიტყდეს და, ბნელი ღამით, უეცრად დაღვიძებულს, უცნაური, განსხვავებული სიცხადით წარმოგიდგება სიკვდილი, რომელიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ და, მოვა… ეს ერთადერთია, ერთადერთი, რაც დანამდვილებით იცი, მაგრამ დღისით, მზისით, ოჰოჰო, ხალხში, უჰ რა გულზე ხართ, ფრუტუნით იბანთ პირს, საუზმობთ, და შებოლილ ძეხვს ისე ღონივრად ღეჭავთ, თითქოს რკინა იყოს, ერთმანეთს ხვდებით და ზოგი – უფროსი ბრძანდებით, ზოგიც – უმცროსი, არ არსებობს მხოლოდ ტოლი, ეს თქვენთვის, Continue reading