ნიკო ლორთქიფანიძე / იყიდება საქართველო /

   იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, Continue reading

Advertisements

დოსტოევსკი / ივან კარამაზოვი ღმერთის შესახებ

  იცი, ჩემო ძვირფასო, ერთი ბებერი ცოდვილი ცხოვრობდა მეთვრამეტე საუკუნეში, რომელმაც განაცხადა, რომ ღმერთი რომ არ არსებულიყო, მისი გამოგონება გახდებოდა საჭიროო. და მართლაც, ადამიანმა ღმერთი მოიგონა და ის კი არ არის გასაკვირი და საოცარი, რომ ღმერთი მართლაც არსებობს, არამედ ის, რომ ასეთი აზრი – ღმერთის აუცილებელი არსებობის აზრი – ისეთ ველურ და ბოროტ ცხოველს შეიძლებლოდა გასჩენოდა, როგორიც ადამიანია, – იმდენად წმინდა, იმდენად გულისამაჩუყებელი და იმდენად ბრძნულია ეს აზრი და იმხელა ღირსებას სძენს ის ადამიანს. რაც შემეხება მე, უკვე დიდი ხანია გადავწყვიტე, იმაზე არ ვიფიქრო – ადამიანმა შექმნა ღმერთი თუ ღმერთმა ადამიანი?

* * *

Видишь, голубчик, — говорит Иван Алеше, — был один старый грешник в восемнадцатом столетии, который изрек, что если бы Continue reading

ერიხ მარია რემარკი / ტრიუმფალური თაღი /

… მარტოობას ყველა ნელ-ნელა შევეჩვიეთ, ის რაც ოდესღაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა, ახლა დარღვეულია. ისე დავცვივდით, როგორც გაწყვეტილი ძაფიდან მიწის მძივები. უკვე აღარაფერია მყარი. – ერთხელ სიყმაწვილეში, სათიბში ვიწექი. ზაფხული იყო, ცაზე ღრუბლის ნასახი არ ჩანდა. ვიდრე დავიძინებდი, ორიონს გავცქეროდი. შორს ეკიდა, ჰორიზონტზე, ტყის თავზე. შუაღამისას რომ გამომეღვიძა, ვხედავ – ორიონი პირდაპირ ჩემს თავზეა. ეს ამბავი მთელი ცხოვრების განმავლობაში დამამახსოვრდა. სკოლაში ვისწავლე, რომ დედამიწა პლანეტაა და თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, მაგრამ ეს განყენებულად მესმოდა, არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ეს მართლაც ასეა. Continue reading

სერვანტესი / დონ კიხოტი / მარსელას სიტყვა უპასუხო სიყვარულზე

მარსელას სიტყვა უპასუხო სიყვარულზე

   თქვენ ამბობთ, ღმერთმა მშვენიერი გაგაჩინაო, და ვინც კი მნახავს, არ შეუძლია არ შემიყვაროს, მაგრამ ჩემი სილამაზე რომ ჩემს თავს აყვარებს ხალხს, განა მეც ყველა უნდა შევიყვარო, ვისაც ვუყვარვარ? ჩემი ჭკუით ვიცი, ყველა მშვენიერი ჩემთვის საყვარელია, მაგრამ აქაო და მშვენიერი ყველას თავს გვაყვარებს, განა სამართლიანი იქნება მასაც თანაბარი სიყვარული მოვთხოვოთ ყველამ? რატომ იმას კი არ ფიქრობთ, რომ მშვენიერ ქალში შეყვარებული შეიძლება მახინჯი იყოს და ზიზღის მეტისა სხვა გრძნობის აღძვრა არ შეეძლოს. მოდის ის მახნიჯი და გეუბნება: „მიყვარხარ, იმიტომ რომ ლამაზი ხარ და შენც უთუოდ უნდა შემიყვარო, თუმცა მახინჯიცა ვარო“. რა სამართალია? Continue reading

ჯემალ ქარჩხაძე / ზებულონი /

   მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ხანგრძლივი ხეტიალისა და უთვალავი ფათერაკით დაღლილ-დაქანცული, როგორც იქნა, გასცდა ვიწროსა და ბნელ, შმორის სუნით გაჟღენთილ ხვრელს და კაშკაშა სინათლეში მოხვდა, ზებულონმა დაინახა ცისფერი სიკვდილი, რომელიც აყვავებული ნუშისა და ტყემლის თეთრ ტევრს გამოეყო, ჭრელ მინდორზე დაეშვა და მისკენ გამოეშურა. ყვავილები რომ არ გაეთელა, შიშველ ფეხებს მიწას არ აკარებდა, ისე მსუბუქად მოდიოდა, როგორც სიზმარში, და დამათრობელი ღიმილით იღიმებოდა. ასე ახლო ზებულონს სიკვდილი არასოდეს ენახა. მართალია, მთელი ცხოვრება თითქმის მის გვერდით გაატარა, მუდამ ირგვლივ უტრიალებდა, როგორც ფარვანა ალს, საცა არ უნდა ყოფილიყო ყველგან და ყოველთვის გრძნობდა მის საშიშსა და მომნუსხველ სუნთქვას, მაგრამ პირისპირ არასოდეს შეყრია. ახლა თვალებში შეჰყურებდნენ ერთმანეთს და მათ მზერას ვეღარაფერი გათიშავდა, რადგან შერწყმის სურვილი ორთავეს გარდაუვალი ძალით ეწეოდა ერთმანეთისკენ. ზებულონი ნეტარებით გრძნობდა, რომ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და მისი გზა საბოლოოდ შეუერთდებოდა სიკვდილის გზას Continue reading