გრიგოლ რობაქიძე / გველის პერანგი /

სამი წელი. აუტანელი. ძახილი ვილლადან: „ახალი რასსა“ – სადღაც შორს შორს: თითქო მოგონებული. ეხლა სხვა პაროლი: „ლატინთა გენია“ – „სლავების იდეა“  – „გერმანიის სული“ – „ბრიტანეთის ხელმწიფება მსოფლიოს გამრიგებელი თუ მომრიგებელი“: სხვა კიდევ მრავალი. და თანავე: სისხლი. ჟლეტა. სიმშილი. მოჭრილი ფეხები ცალკე დასაფლავებული. ტირილი მოჭრილი ფეხების, როცა მექანიკურ ფეხებს აკეთებენ. სევდა უკანასკნელთა. თანჩაყოლებული დამარხულ ფეხებთან. სიკვდილი ნაყოფის. ძუძუების ატირება დედების. ძმის დაკარგვა. მამის დაღუპვა. მეგობრის გაქრობა. გამოთხოვება მეომრების სანგრებთან. ცალი თვალის დავსება და მეორის ცრემლი დაობლებულის. დაბრმავებული დაბრუნება საცოლესთან. საცოლეს ტირილი და უნუგეშობის გაღრმავება ამ ტირილზე. შორეული კვნესა სადგურზე – საცა ბარათებს ელიან. ერთისგან ბარათი არ არის თუ აღარ არის. აღარც მეორისგან. არც მესამისგან. და კივილი კივილი დედის-დის-მამის. მოკლულთა სია. დაჭრითა სია. სიების კითხვა გაზეთებში: საგრაფოს სამმართველოსთან თუ სოფლის კანცელარიასთან. ძებნა ნაცნობ გვარისა თუ სახელის. ცხოველის გზნება: „ნეტავ ჩემი არ ამოვიდეს“… სხვა – „სხვა“ არის; ჩემთვის ერთია. გამხეცება და გულის გაცივება. კიდევ სხვა მრავალი. კიდევ სხვა მრავალი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s