დოსტოევსკი / თვინიერი /

ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენ ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგორც მეგობარს – გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის შემყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი… ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი.

ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე – ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი – ესაა თქვენი დედამიწა.

„ერთმანეთი გიყვარდეთ, ხალხნო!“, – ვინ თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობელად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი…

11 responses

    • :)) პრიზი გეკუთვნის – პირველი ხარ, ვინც კომენტარი დატოვა. ახალი ბლოგია, თუ არ დამეზარა პერიოდულად შევავსებ რჩეული ციტატებით.

      • ძალიან კარგი…
        რატომღაც მგონია,რომ წარმატება არ ასცდება შენს ბლოგს.თემატურია,მყუდრო და რაღაცნაირი.
        მოკლედ,წამატებები :)))

      • მიხარია, რომ მოგეწონა. მთავარია არ დამეზაროს – კითხვა და წაკითხულის გაელექტრონულობა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s