ეგზიუპერი / პატარა უფლისწული / (ქართულად და ორიგინალში)

ლოთი

ილუსტრაცია "პატარა უფლისწულიდან" (ეგზიუპერის ნახატი)

   შემდეგ პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. პატარა უფლისწულმა მასთან სულ ცოტა ხანი დაჰყო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდ გუნებაზე შეიქმნა

   როცა ამ პლანეტაზე გამოცხადდა, ლოთი მდუმარედ იჯდა და ბოთლების გროვას შესცქეროდა – ცარიელებსა და სავსეს.

- რას შვრები? – ჰკითხა პატარა უფლისწულმა

- ვსვამ. – პირქუშად მიუგო ლოთმა.

- რატომ?

- რათა დავივიწყო.

- რა უნდა დაივიწყო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა, მას ლოთი შეეცოდა.

- მინდა დავივიწყო, რომ მრცხვენია. – აღიარა ლოთმა და თავი ჩაქინდრა.

- რისი გრცხვენია? – ჰკითხა უფლისწულმა. ძალიან მოუნდა დახმარებოდა საბრალოს.

- მრცხვენია, რომ ვსვამ! – განუმარტა ლოთმა, და ამის მერე სიტყვა აღარ დასცდენია.

   და პატარა უფლისწული, დაბნეული და გაოცებული, გზას დაადგა.

  “ჰო, მართლაც რომ, უფროსები ფრიად და ფრიად უცნაური ხალხია.” – გაიფიქრა მან და გზა გააგრძელა.

* * *

The next planet was inhabited by a tippler. This was a very short visit, but it plunged the little prince into deep dejection.

“What are you doing there?” he said to the tippler, whom he found settled down in silence before a collection of empty bottles and also a collection of full bottles.

“I am drinking,” replied the tippler, with a lugubrious air.

“Why are you drinking?” demanded the little prince.

“So that I may forget,” replied the tippler.

“Forget what?” inquired the little prince, who already was sorry for him.

“Forget that I am ashamed,” the tippler confessed, hanging his head.

“Ashamed of what?” insisted the little prince, who wanted to help him.

“Ashamed of drinking!” The tipler brought his speech to an end, and shut himself up in an impregnable silence.

And the little prince went away, puzzled.

“The grown-ups are certainly very, very odd,” he said to himself, as he continued on his journey.

About these ads

One response

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s